ნიგერიის ნაკრების ექსფეხბურთელი - ჩემგან ქრთამს ითხოვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად
ნიგერიის ნაკრების ექსფეხბურთელი - ჩემგან ქრთამს ითხოვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად

შვედური კლუბის „ელფსბორგის“ ფორვარდმა ჩინედუ ობასიმ ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, როგორ ითხოვდნენ მისგან ქრთამს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის სანაცვლოდ.

„მაშინ „შალკეში“ ვთამაშობდი, ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდიოდი, ყველაფერი კარგად მქონდა. მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, გარკვეული თანხის გადახდა მომთხოვეს შემადგენლობაში მოსახვედრად. მე მივიჩნიე, რომ ქვეყნის მიმართ ისედაც შესრულებული მქონდა ყველა ვალდებულება, ამიტომაც არ უნდა გადამეხადა. ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა გამეკეთებინა ეს. თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი.

ტრავმა მივიღე, როდესაც ნიგერიის ნაკრებში მსოფლიოს 2010 წლის ვთამაშობდი. იმ ტურნირის შემდეგ, ჩემთვის არავის დაურეკავს იმის გასაგებად, როგორ მქონდა საქმეები. დიდი თანხა დავხარჯე, საკუთარი თავი ფორმაში რომ მომეყვანა.

და აი, ახლოვდება ტურნირი, მიწვევენ ნაკრებში და უნდათ, რომ გადავიხადო. ჩემთვის ეს სილის გაწნასავით იყო. მე ვუთხარი, რომ ასე მოქცევა უხერხულია. მათ მიპასუხეს, რომ მე უნდა ვიცოდე სისტემა და მოვიქცე, როგორც ნიგერიელი. მე ვთქვი, რომ საქმე იმაში არ არის – იყო ნიგერიელი, არამედ სწორ და სამართლიან საქციელში“, – განაცხადა ობასიმ.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ნიგერია ჯგუფიდან გავიდა და 1/8 ფინალში საფრანგეთთან წააგო – 0:2.

ობასის, რომელსაც ნიგერიის ნაკრებში 26 მატჩში ოთხი ჰქონდა, ეროვნულ გუნდში 2011 წლის შემდეგ არ უთამაშია.