ნიგერიის ნაკრები ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
ნიგერიის ნაკრები ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, დატოვოს რომაული კლუბი და კარიერაში პირველად ჩაუდგეს სათავეში ეროვნულ გუნდს. პორტუგალიელ მწვრთნელთან მოლაპარაკებების შესახებ გამოაცხადა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამაჯუ პინიკმა.

„ახალი მთავარი მწვრთნელის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისციპლინას. ასევე ვნახავთ, რამდენად მშიერია ის ტიტულების მოგებაზე, რადგან ამგვარი შიმშილი ძალიან ბევრ რამეს ცვლის და თუ მას მოგება სურს, აუცილებლად მოიტანს გუნდში დისციპლინას. არ დავმალავ, რომ გვქონდა კონტაქტი მოურინიოსთან. ასევე სპორტის მინისტრიც ელაპარაკა მას“, – თქვა პინიკმა.

ნიგერიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დეკემბრის დასაწყისში დარჩა, როცა გერმანელი სპეციალისტი გერნოტ რორი დაითხოვა. აფრიკის ერთა თასის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ეძებს მის შემცვლელს.

დატოვე კომენტარი