ნიგერიელი მცველი „დინამოში“ - სტეფენ ბიტოკი პოლონეთიდან იჯარით წამოვიდა #1TVSPORT
ნიგერიელი მცველი „დინამოში“ - სტეფენ ბიტოკი პოლონეთიდან იჯარით წამოვიდა #1TVSPORT

პოლონური „იაგელონიასთან“ მარცხენა მცველი გოდფრი სტეფენ ბიტოკი „დინამო თბილისში“ ითამაშებს – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი ავრცელებს.

„დინამო თბილისმა“ პოლონური „იაგელონიასთან“ ნიგერიელი მარცხენა მცველის, გოდფრი სტეფენ ბიტოკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. 21 წლის მცველი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში იჯარით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი „დინამოს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

იაგელონიამდეგოდფრი სტეფენ ბიტოკი ნიგერიული „ჯი-ლექ აკადემის“ და ბელარუსულიისლოჩის“ ღირსებას იცავდა. 2019 წელს ნიგერიის 23- წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. 2019 წელს მან ნიგერიელთა შემადგენლობაში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე სამი შეხვედრა გამართა.

ნიგერიელი მცველი კლუბის მეორე ოფიციალური ახალწვეულია – მანამდე კლუბში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. ბილენკის ტრანსფერი სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას“ ეკუთვნის, მაგრამ 2021 წლის სეზონში იჯარით ბრესტის „დინამოში“ თამაშობდა.

გოდფრი სტეფან ბიტოკი

საკლუბო კარიერა

2017-2019 ჯი-ლეკი

2018-2020 → ისლოჩი 59 (8 გოლი+8 პასი)

2021- იაგელონია 0 (0)

სანაკრებო კარიერა

2019 ნიგერია U23 (0)