ნიგერიაში ტერორისტებმა 11 ქრისტიანი მძევალი სიკვდილით დასაჯეს

18:14, 27.12.2019

ნიგერიაში ტერორისტებმა 11 ქრისტიანი მძევალი სიკვდილით დასაჯეს.​ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 11 მძევლის მკვლელობის ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს. ვიდეოჩანაწერში ტერორისტები აცხადებენ, რომ „ქრისტიანების მკვლელობა მათი ლიდერის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს“.

მოკლული მძევლების ვინაობა უცნობია, თუმცა ვიდეოში ჩანს რომ ყველა მსხვერპლი მამაკაცია. ვიდეოჩანაწერი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელდა.

ნიგერიის მთავრობას ვიდეოს შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი