ნიგერიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი
ნიგერიაში სკოლის შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი

ნიგერიის უმსხვილეს ქალაქ ლაგოსში სკოლის შენობა ჩამოინგრა. როგორც სააგენტო „როიტერს“ საგანგებო სააგენტოს პრესსპიკერმა განუცხადა, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი, მათ შორის ბავშვები.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საგანგებო სააგენტოს ინფორმაციით, კერძო სკოლა სამსართულიანი შენობის მესამე სართულზე იყო განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი.

2016 წელს ლაგოსში მშენებარე ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევას 30 ადამიანი ემსხვერპლა. იმავე წელს 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ეკლესიის ჩამონგრევისას.