ნიგერიაში კორონავირუსის გამო 14-დღიანი კარანტინი დაწესდა

00:57, 30.03.2020

ნიგერიაში კორონავირუსის გამო 14-დღიანი კარანტინი დაწესდა. ამის შესახებ „სიენენი“ აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კარანტინი აბუჯასა და ლაგოსს შეეხებათ. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ ქალაქებში მოსახლეობამ საკუთარი საცხოვრებელი სახლები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში უნდა დატოვოს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ნიგერიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 97 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია ერთი ადამიანი. ვირუსისგან განკურნება ამ დრომდე სამმა ადამიანმა შეძლო.

მსგავსი