ნიგერიაში „ბორდოს“ ფეხბურთელის დედა გაიტაცეს
ნიგერიაში „ბორდოს“ ფეხბურთელის დედა გაიტაცეს

სერიოზული პრობლემები აქვს „ბორდოსა” და ნიგერიის ნაკრების ფორვარდს სამუელ კალუს სერიოზული პრობლემები აქვს – დედამისი უცნობებმა გაიტაცეს.

ფეხბურთელის დედა შვილებთან ერთად შინ ბრუნდებოდა, როცა მისი ავტომობილი გააჩერეს, ბავშვებს გადმოსვლა უბრძანეს და ქალი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

სამუელ კალუმ განაცხადა, რომ დედამისი ოთხშაბათს, 27 თებერვალს გაიტაცეს. თავდაპირველად, ბანდიტებმა მოითხოვეს გამოსასყიდი სამი მილიონი ნიგერიული ნაირის (რვა ათასი დოლარი) ოდენობით და დაარწმუნეს ფეხბურთელი, რომ მაშინვე გაათავისუფლებდნენ დედამისს. ფორვარდი მთელი ღამე ელოდა, მაგრამ ქალი შინ არ დაბრუნდა.

მომდევნო დილას, გამტაცებლებმა ისევ დარეკეს და მეტი თანხა მოითხოვეს – 15 მილიონი ნაირი (41 მილიონი დოლარი).

„გთხოვთ დამეხმაროთ დედაჩემის განთავისუფლებაში, რადგან თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ ნიგერიის ნაკრებს დავეხმარო მოახლოებული აფრიკის ერთა თასის მოგებაში“, – განაცხადა კალუმ „სპორტინგლაიფთან“ (SportingLife.ng) კომენტარში.

21 წლის კალუ 2018 წლიდან გამოდის „ბორდოში“.