ნიგერიამ არგენტინას 23 ქულით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

09:47, 13.07.2021

ნიგერიის საკალათბურთო ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადის წინ მეორე საგამოფენო მატჩი მოიგო. აშშ-ის წინააღმდეგ სენსაციური მოგების შემდეგ, მაიკ ბრაუნის გუნდმა მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი არგენტინა 94:71 გაანადგურა.

ნიგერიელთა რიგებში სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. 15 ქულა იყო „დეტროიტის“ მოთამაშის ჯალილ ოკაფორის ანგარიშზე, 10-10 ქულა ჰქონდათ ჯოშ ოკოგისა („მინესოტა“) და ჩიმეზი მეტუს („საკრამენტო“).

ნიგერიამ შესანიშნავად ითამაშა დაცვაში და მეტოქეს თამაშიდან სროლების 35.9 პროცენტი ჩააგდებინა, თავად კი 48.1 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

https://www.youtube.com/watch?v=7lx9-ig3zd4&ab_channel=MLGHighlights

მსგავსი