ნიგერია-ისლანდია - მატჩის ანონსი
ნიგერია-ისლანდია - მატჩის ანონსი

22 ივნისი. ვოლგოგრადი. სტადიონი “ვოლგოგრად-არენა“. დასაწყისი – 19:00
მსაჯი: მეტიუ კონგერი (ზელანდია)

ისლანდია საფეხბურთო სამყაროს გაკვირვებას აგრძელებს. ევრო 2016-ზე სენსაციური გამოსვლისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ამ გუნდმა არგენტინასთან პირველი ტურის მატჩში ფრეს მიაღწია.

მართალია, კუნძულების თამაში ეფექტური არ არის, მაგრამ თამაშის სურვილსა და ორგანიზებაში მათ ბევრი ვერ შეედრება. იმისთვის, რომ არგენტინასთან გაწეული შრომა წყალში არ ჩაიყაროს, ისლანდიას აუცილებლად სჭირდება ნიგერიის დამარცხება.

აფრიკელებმა კი აშკარად გაუცრუეს იმედები გულშემატკივრებს და ვერაფერი დაუპირისპირეს ხორვატიას. ისლანდიასთან მარცხის შემთხვევაში, ნიგერია მერვედფინალში გასვლის შანსს დაკარგავს. ასე რომ ამ გუნდისგან ვა-ბანკის თამაშს უნდა ველოდოთ.

პირველი ტურის მატჩები
არგენტინა-ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (19), 1:1 ფინბოგასონი (23)

ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)

ახალი ამბები
ნიგერიის ძირითადში შეიძლება ვიხილოთ ვიცე-კაპიტანი ოგენი ონაზი. მას პირველ ტურში არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.
ასევე ელოდებიან ძირითადში აჰმედ მუსას გამოჩენას.
ისლანდიას არ ეყოლება იოჰან ბერ გუდმუნდსონი, რომელმაც კუნთის ტრავმა მიიღო არგენტინის წინააღმდეგ. მას რურიკ გისლასონი შეცვლის.

ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდების ერთადერთი შეხვედრა 1981 წელს, ისლანდიამ 3:0 მოიგო. ეს იყო ამხანაგური მატჩი.

საინტერესო ფაქტები
– ნიგერიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მოგება აქვს და ხუთივე ევროპულ გუნდებთან.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 13 მატჩიდან ნიგერიამ მხოლოდ ერთი მოიგო (+1=3-9). ეს ერთადერთი მოგება 2014 წელს, ბოსნიის წინააღმდეგ იყო.
– სასტარტო მატჩის წაგების შემდეგ, ნიგერია არასოდეს გასულა პლეი ოფში.
– ნიგერიას სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
– ნიგერიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 11 მატჩში ექვსჯერ ვერ გაიტანა გოლი.
– ალფრედ ფინბოგასონს ზედიზედ სამ მატჩში გააქვს გოლი, მაგრამ მისმა გუნდმა ვერც ერთი ვერ მოიგო (=2-1).
– კარი არნასონმა 13 საჰაერო დუელი მოიგო არგენტინასთან – ყველაზე მეტი პირველ ტურში.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ჰეიმირ ჰადლგრიმსონი (ისლანდია):
“ველოდებით მოგებას, თუმცა სიცხეა და ნიგერიას უფრო გაუადვილდება ასეთ პირობებში, ვიდრე ჩვენ”.

სალისუ იუსუფი (ნიგერია):
“წინა მატჩში არ გაგვიმართლა. ახლა სულ სხვა თამაში იქნება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ”.

სავარაუდო შემადგენლობები
ნიგერია (4-3-3): უზოჰოგეჰუ, ეკონგი, ბალოგუნი, იდოვუნდიდი, ობი მიკელი, ეტებომოზესი, იგალო, ივობი.
ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონისევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონიჰალფრედსონი, გუნარსონი – გ. სიგურდსონი, ბიარნასონი, გისლასონიფინბოგასონი.