ნიდერლანდურმა ფეხბურთმა ლეგენდა დაკარგა #1TVSPORT
ნიდერლანდურმა ფეხბურთმა ლეგენდა დაკარგა #1TVSPORT

გარდაიცვალა ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი ვიმ იანსენი. მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ვიცე-ჩემპიონი 75 წლის იყო. ინფორმაცია ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა.

იანსენმა ნიდერლანდების ნაკრებში 65 მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს 1974 და 1978 წლების ჩემპიონატებზე მეორე ადგილის გარდა, მან მესამე ადგილი დაიკავა ევროპის 1976 წლის ჩემპიონატზე.

აღვნიშნავთ, რომ გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა ვიმ იანსენის ავტობიოგრაფია. მასში წერია, რომ ბოლო წლებში ყოფილ ფეხბურთელს დემენცია ჰქონდა.