ნიდერლანდური კომპანია „საი სპორტს“ (SciSports) - ჩაკვეტაძე „აიაქსს“ 92%-ით შეეფერება
ნიდერლანდური კომპანია „საი სპორტს“ (SciSports) - ჩაკვეტაძე „აიაქსს“ 92%-ით შეეფერება

გიორგი ჩაკვეტაძე სათამაშო თვისებებითა და მონაცემებით ამსტერდამის „აიაქსს“ 92 პროცენტით შეეფერება – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა „ვოეტბალზონა“ ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიის მონცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ამსტერდამის „აიაქსიდან“ მაროკოელი ვარსკვლავი, ჰაკიმ ზიეში ლონდონის „ჩელსიში“ 40 მილიონი ევროს საფასურად გადადის, ნიდერლანდურმა გამოცემამ კი მაროკოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის შესაძლო შემცვლელად საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 20 წლის ფეხბურთელი დაასახელა.

ნიდერლანდური გამოცემა ჩაკვეტაძეს ასე ახასიათებს: „ქართველი „კაკას“ წასვლიდან მალევე, „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თბილისელთა ყოფილ ფეხბურთელს ასევე იწვევდნენ „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ჰოფენჰაიმი“ და ლევერკუზენის „ბაიერი“. ჩაკვეტაძეს განვითარებისთვის ჯერ კიდევ საკმარისი დრო აქვს. ის გასულ სეზონში „გენტის“ თამაშის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფეხბურთელი იყო, სანამ მუხლის სერიოზულმა ტრავმამ არ შეაჩერა. თუმცა, უკვე მომჯობინდა და კვლავ ფორმაშია. დიდი ხანია, სატრანსფერო ბაზარზე ჩაკვეტაძეს თურქული „ტრაზზონსპორი“და იტალიური „რომა“ აკვირდებიან. თუმცა, „გენტს“ ჯონატან დავიდის დაკარგვის ეშინია და როგორც ჩანს, ჩაკვეტაძის შენარჩუნება სურს,“ – ამტკიცებს .„ვოეტბალზონა“.

გამოცემამ საქართველოს ნაკრების და „გენტის“ ფეხბურთელის შეფასებაც გამოაქვეყნა – გიორგი ჩაკვეტაძეს „გენტთან“ ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, მისი საბაზრო ღირებულება 6.7 მილიონი ევროა, ხოლო „საი სკილს“ (SciSkill) ქართველის „აიაქსთან“ შესაბამისობას 92%-ით აფასებს.

კომპანია „საი სკილს“ საერთაშორისო სპორტული ანალიტიკური კომპანიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა – სათაო ოფისი ნიდერლანდების ქალაქ ენსჰედეშია, ხოლო ფილიალები – საფრანგეთსა და გერმანიაში. მისი მომხმარებლები არიან კლუბები, აგენტები, ასოციაციები, მოთამაშეები, მედია, მათ შორის, ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ასოციაცია. „საი სკილს“ ინფორმაციას აგროვებს საფეხბურთო ორგანიზაციებზე, ფეხბურთელებსა და მედიაზე. კომპანია ფეხბურთელთა მონაცემებს 200 სათამაშო  დაყრდნობით ადგენს.