ნიდერლანდური გამოცემა - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „აიაქსს“ სამი ფეხბურთელი დატოვებს #1TVSPORT
ნიდერლანდური გამოცემა - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „აიაქსს“ სამი ფეხბურთელი დატოვებს #1TVSPORT

„აიაქსს“ გიორგი მიქაუტაძე, გასტონ ავილა და კარლოს ფორბსი დატოვებენ – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა Het Parool-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამეულთან დაშორების მიზეზი კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორთან, სვენ მისლიტანტთან კავშირია – ეს ფეხბურთელები ამსტერდამში გასულ ზაფხულს მან ჩაიყვანა.

„ნიდერლანდების თასზე „აიაქსი“ „ჰერკულესთან“ (2:3) დამარცხდა, ერედივიზიონში კი მეათე ადგილზეა. ამის გამო კლუბში ცვლილებები იგეგმება – ხელმძღვანელობა გასულ ზაფხულში შეძენილი მოთამაშეების გაშვებას გეგმავს – გიორგი მიქაუტაძე, გასტონ ავილა და კარლოს ფორბსი სეზონის მეორე ნახევარში „აიაქსის“ მოთამაშეები აღარ იქნებიან.

თუმცა, ამ სამეულიდან ორის გაყიდვას ფიფა-ს წესი ართულებს, რომლის მიხედვითაც ერთ სეზონში ფეხბურთელს მხოლოდ ორ კლუბში შეუძლია თამაში, ანუ მათი იჯარით გაშვება ან გაყიდვა მხოლოდ ყოფილ კლუბშია შესაძლებელი.

ამ სეზონში „აიაქსში“ მხოლოდ ფორბსმა ითამაშა, ამიტომ მისი ევროპაში გაყიდვა შესაძლებელია. მიქაუტაძესა და ავილას კი მხოლოდ ყოფილ კლუბში დაბრუნება ან არაევროპულ გუნდში გადასვლა შეუძლიათ. ტრიოს, როგორც ჩანს, „აიაქსში“ პერსპექტივა არ აქვს“, – წერს Het Parool-ში.