ნიდერლანდური გამოცემა - ზაფხულში, შესაძლოა, სილესენი „ეინდჰოვენში“ გადავიდეს #1TVSPORT
ნიდერლანდური გამოცემა - ზაფხულში, შესაძლოა, სილესენი „ეინდჰოვენში“ გადავიდეს #1TVSPORT

ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International ამტკიცებს, რომ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის კონკურენტის, იასპერ სილესენს დამატება ახალი სეზონიდან „პსვ ეინდჰოვენს“ სურს.

იასპერ სილესენში „ეინდჰოვენი“ კარგ კანდიდატს ხედავს, რომ მომავალ სეზონში დაიმატოს. გამოცდილი 32 წლის მეკარის დახმარებით, გუნდი გაძლიერდება. კლუბის ხელმძღვანელობასა და სილესენს შორის წინასწარი მოლაპარაკებები უკვე შედგა. პსვ მზადაა გადავიდეს სერიოზული მოლაპარაკებების ეტაპზე.

„ამ მომენტში „ვალენსია“ აშკარად ავლენს, რომ ლა ლიგის კლუბს ნიდერლანდების ნაკრების (61 მატჩი) მეკარის საფასურად სატრანსფერო თანხა სურს. „ეინდჰოვენისთვის“ დაბრკოლება ასევე შეიძლება სილესენის ხელფასის მოთხოვნა გახდეს“, – წერს გამოცემა.

თუმცა, Voetbal International ამტკიცებს, რომ სილესენი ნაკლებ ხელფასს დათანხმდება და ამის მიზეზს ასახელებს.

სილესენი ნიდერლანდებში დასაბრუნებლად მზადაა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის წინა დღეს, ერედივიზიაში გადასვლა „ბარსელონასა“ და „აიაქსის“ ყოფილი მეკარისთვის შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს. სილესენის მოსვლა „ეინდჰოვენს“ გაძლიერებაში დაეხმარება“.

გამოცემა მამარდაშვილსაც ახსენებს.

სილესენმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, იანვარში კი ფეხი დაიზიანა. საერთაშორისო მატჩის შემდეგ მეკარე „ვალენსიას“ დაუბრუნდა. თუმცა, მისი არყოფნის დროს, პირველი მეკარე იასპერის კონკურენტი გიორგი მამარდაშვილი გახდა“.