ნიდერლანდური გამოცემა - „აიაქსის“ მწვრთნელი მიქაუტაძეს წასვლისკენ უბიძგებს #1TVSPORT
ნიდერლანდური გამოცემა - „აიაქსის“ მწვრთნელი მიქაუტაძეს წასვლისკენ უბიძგებს #1TVSPORT

„ჯონ ვან’ტ სხიპის დამოკიდებულება გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსიდან“ წასვლისკენ უბიძგებს“ – ამ სათაურით ქართველ თავდამსხმელზე წერილს ნიდერლანდური გამოცემა Soccernews-ი აქვეყნებს.

„ამსტერდამელ გულშემატკივრებს გიორგი მიქაუტაძის მომავალი აწუხებთ. ქართველი თავდამსხმელი „აიაქსმა“ ზაფხულში 19 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ მას თამაშის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევა.

გულშემატკივრების აზრით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გუნდიდან წასვლა რეალური იქნება. აღსანიშნავია, რომ ევროპაში მიქაუტაძის აყვანის შანსი მხოლოდ „მეცს“ აქვს, რადგან ამ სეზონში ფრანგულ კლუბში უკვე ითამაშა და ევროპაში მესამე გუნდში გადასავლის უფლება არ აქვს. შესაძლებელია, რომ ფეხბურთელი სხვა კონტინენტზე გადავიდეს“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ფრანგული კლუბის ფანების გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აიაქსი“ და „მეცი“ ქართველის იჯარაზე უკვე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითც ხელფასის 30 პროცენტს ფრანგული კლუბი გადაიხდის, ხოლო დანარჩენ 70-ს ამსტერდამელები აანაზღაურებენ.