ნიდერლანდელმა მწვრთნელმა „ლოკომოტივს“ შესვენებაზე სამი შეხვედრა დაუგეგმა #1TVSPORT
ნიდერლანდელმა მწვრთნელმა „ლოკომოტივს“ შესვენებაზე სამი შეხვედრა დაუგეგმა #1TVSPORT

ევროტურნირების გამო, ეროვნულ ლიგაში ერთთვიანი პაუზა დაიწყო, რომლის გამოყენებასაც თბილისის „ლოკომოტივი“ ხანმოკლე შეკრების მოსაწყობად და სპარინგების გასამართად გამოიყენებს.

თბილისის „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან ლოენი საზაფხულო შეკრებას საგურამოში გაივლის და ამ პერიოდში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

18 ივლისს გუნდი წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება, 25 ივლისს – „თელავს“, ხოლო 30 ივლისს – ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერს“. ამ პერიოდში მთავარ მწვრთნელს დაკომპლექტებაც მოუწევს და ახალწვეულის გუნდთან შეთამაშებაც.

შეგახსენებთ, რომ მეორე წრის შემდეგ გუნდი დაემშვიდობა ერთ-ერთი ლიდერს, ნახევარმცველ დავით სამურკასოვსა და მეკარე რეზი თევდორაძეს, ხოლო „საბურთალოდან“ ორი მოთამაშე დაიმატა – „ლოკომოტივის“ ყოფილი კაპიტანი დავით უბილავა და მეკარე ოთო გოშაძე. დიდი ალბათობით, გუნდი სხვა ფეხბურთელებსაც დაიმატებს.

ეროვნული ლიგის გათამაშება 13 აგვისტოს განახლდება, „ლოკომოტივი“ 20 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლო ადგილზეა. გუნდი 21-ე ტურში „გაგრას“ უმასპინძლებს.