ნიდერლანდელი ვან დე ბეეკი ევრო 2020-ს გამოტოვებს #1TVSPORT

18:57, 08.06.2021

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ნიდერლანდების ნაკრებს ევრო 2020-ზე, – იტყობინება ეროვნული გუნდის პრესსამსახური. „ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა არავინ გამოიძახა გუნდში ვან დე ბეეკის შემცვლელად. ასე რომ, ევრო 2020-ზე ნიდერლანდელთა განაცხადში 25 ფეხბურთელი იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე უკრაინის, ავსტრიისა და მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი