ნიდერლანდელი ჟურნალისტი „აიაქსს“ ურჩევს - მიქაუტაძე ცენტრალურ თავდამსხმელად გაცილებით უკეთესია #1TVSPORT
ნიდერლანდელი ჟურნალისტი „აიაქსს“ ურჩევს - მიქაუტაძე ცენტრალურ თავდამსხმელად გაცილებით უკეთესია #1TVSPORT

Voetbal International-მა ცნობილი ჟურნალისტის, ლენტინ გუდიკის სტატია გამოაქვეყნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 22 წლის ქართველ თავდამსხმელს „აიაქსი“ არაეფექტურად იყენებს, რადგან მისთვის უცხო პოზიციაზე ათამაშებს.

„გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში შედეგიანი მატჩები ჩაატარა. „აიაქსის“ თავდამსხმელმა ორ თამაშში ხუთი გოლი გაიტანა. ვნახე მიქაუტაძის თამაში საქართველოს ნაკრებში და შეტევაში მისი ეფექტური თამაში არასოდეს დამავიწყდება.

22 წლის თავდამსხმელმა ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებისთვის ისტორია დაწერა. მიქაუტაძემ პოკერი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

ამ თამაშების შემდეგ შეიძლება დავასკვნათ – მიქაუტაძე გამოკვეთილი თავდამსხმელია, „აიაქსში“ მან მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა ათი ნომრის პოზიციაზე და ფლანგის შემტევად. საქართველოს ნაკრებში კი ცენტრფორვარდად ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე კლუბში.

ამას თავად მიქაუტაძემაც გაუსვა ხაზი – ტაილანდთან მატჩის შემდეგ, როდესაც ჰკითხეს ამსტერდამში მისი მდგომარეობის შესახებ, უპასუხა, რომ კარგად ვარჯიშობს, მაგრამ თავის ჩვეულ პოზიციაზე არ ათამაშებენ“, – წერს გუდიკი Voetbal International-ში.