ნიდერლანდებში, სროლის ბრალდებით დაკავებული პირი თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ციხიდან გაათავისუფლეს
ნიდერლანდებში, სროლის ბრალდებით დაკავებული პირი თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ციხიდან გაათავისუფლეს

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში განხორციელებული თავდასმაში ეჭვმიტანილი, 37 წლის გეკმენ ტანისი თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ციხეში იჯდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის დაკავებული იყო ველოსიპედის ქურდობის, მაღაზიის დაყაჩაღებისა და გაუპატიურების ბრალდებით.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ციხეში ექვსი კვირა გაატარა და ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციამ თავდამსხმელის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართლადამცველებმა სახლში ვერაფერი აღმოაჩინეს.

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, 24 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა ტრამვაიში ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:45 საათზე გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ბოლო, დაზუსტებული მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ხუთი ადამიანი.