ნიდერლანდებში სეზონი ნაადრევად დასრულდა, ჩემპიონი არ გამოვლინდა
ნიდერლანდებში სეზონი ნაადრევად დასრულდა, ჩემპიონი არ გამოვლინდა

ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპის პირველი ტოპ-ლიგა გახდა, რომელმაც სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა. მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა – ტიტული არ მიანიჭოს გათამაშების ცხრილის ლიდერს, გარდა ამისა, არც ერთი გუნდი არ გავარდება ქვედა დივიზიონში.

25 ტურის შემდეგ, „აიაქსი“ და „ალკმაარი“ ქულების ერთნაირი რაოდენობით იყვნენ პირველ-მეორე ადგილებზე. მომავალ წელს, სწორედ ეს გუნდები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე. „ფეიენოორდი“, „ეინდჰოვენი” და „ვილემი“ ევროპის ლიგაზე გამოვლენ.

აღვნიშნავთ, რომ ბოლოს ნიდერლანდებში ჩემპიონი 1944-45 წლების სეზონში არ გამოვლინდა.