ნიდერლანდებში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
ნიდერლანდებში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ნიდერლანდების პროკურორების განცხადებით, სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილმა თქვა, რომ ტრამვაიში განხორციელებული თავდასხმის დროს მარტო მოქმედებდა.

თურქული წარმოშობის 37 წლის გოკმენ ტანისი ტერორისტული განზრახვით მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული.

უტრეხტში გოკმენ ტანიშმა ტრამვაიში ცეცხლი 18 მარტს გახსნა. სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი, დაშავდა.