ნიდერლანდებში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ნიდერლანდებში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ნიდერლანდების ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ გრონინგენში სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 50 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მგზავრებმა ავტობუსი ოპერატიულად და ორგანიზებულად დატოვეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა სწრაფად ჩააქრეს.
ხანძრის მიზეზი უცნობია.