ნიდერლანდებში პოლიციის ოფიცერმა საკუთარი ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
ნიდერლანდებში პოლიციის ოფიცერმა საკუთარი ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ნიდერლანდებში პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით საკუთარი ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ დორდრეხტში, სამართალდამცველის სახლში მოხდა.

პოლიციის პრესსპიკერის მარიამ სლოტის განცხადებით, გარდაცვლილია ორი ბავშვი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი პოლიციელის შვილები იყვნენ. ამასთან, მძიმე ჭრილობებით 28 წლის ქალი ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მივიდა ქალაქ დორდრეხტის მერი ვუტერ კოლფიც.