ნიდერლანდებში მაყურებელი ისევ აიკრძალა

17:08, 29.09.2020

ნიდერლანდების მთავრობამ ისევ აკრძალა საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრების დასწრება. გადაწყვეტილება 28 სექტემბერს მიიღეს და ის ნაკარნახევი იყო საკარანტინო შეზღუდვებით. ამის შესახებ პორტალმა Dutch Football-მა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ პირველ სექტემბერს ნიდერლანდებში გულშემატკივრებს სტადიონებზე დასწრების ნება დართეს, მაგრამ სიმღერა აუკრძალეს.

ერედივიზიონის სამი ტურის შემდეგ, უდანაკარგოდ (9-9 ქულა) „აიაქსი“ და „ჰერენვეენი“ ლიდერობენ.

მსგავსი