ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვან გოგის ტილო მოიპარეს
ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვან გოგის ტილო მოიპარეს

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს. ინფორმაციას გამოცემა „ინდეფენდენტი“ მუზეუმის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

1884 წელს შექმნილი ნამუშევარი „გაზაფხულის ბაღი“ ქალაქ ლარენის მუზეუმიდან გვიან ღამით მოიპარეს. ლარენის მუზეუმს ტილო გრონინგერის მუზეუმმა დროებით გადასცა.

ცნობილი მხატვრის ტილოს ღირებულება უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.