ნიდერლანდებში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა
ნიდერლანდებში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

ნიდერლანდებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტზე (RIVM) დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით 15 ახალი პაციენტია ჰოსპიტალიზებული. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის სულ 125 შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღეს საავადმყოფოში 45 ინფიცირებული გადაიყვანეს.

ნიდერლანდებში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის სულ 43 995 შემთხვევა, გარდაიცვალა 5 680 ინფიცირებული.