ნიდერლანდებში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 10 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

23:51, 13.12.2020

ნიდერლანდებში კორონავირუსული ინფექციის ყველაზე მასშტაბური ზრდა აღინიშნა ოქტომბრის შემდეგ. როგორც „გარდიანი“ ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 10 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა.

ნიდერლანდებში ნაწილობრივი შეზღუდვები 13 ოქტომბრის შემდეგ მოქმედებს. ნიდერლანდების მთავრობამ 12 დეკემბერს საგანგებო შეხვედრა მოიწვია, რათა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი ზომები განეხილა. ქვეყნის მთავრობა განცხადებას 14 დეკემბერს გააკეთებს.

მსგავსი