ნიდერლანდებში დაამტკიცეს, რომ კორონავირუსისას ფეხბურთი არ არის სპორტის სახიფათო სახეობა
ნიდერლანდებში დაამტკიცეს, რომ კორონავირუსისას ფეხბურთი არ არის სპორტის სახიფათო სახეობა

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია იმ აზრამდე მივიდა, რომ ფეხბურთში კორონავირუსით დაინფიცირების ძალიან მცირე რისკი არსებობს. მსგავსი მტკიცება ეფუძნება კომპანია „ინმოშიო“-ს (Inmotio) კვლევას, რომელიც მონაცემთა ანალიზზე სპეციალიზდება.

ქვეყნის ჩემპიონატის ბოლო ორი სეზონის 482 მატჩის გაანალიზების შემდეგ, მკვლევარები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ფეხბურთელები მატჩის დროს, ერთ ჯერზე ჯამში 30 წამზე მეტ ხანს არ არიან ერთმანეთთან 1.5 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე. მათი აზრით, კორნავირუსის გადაცემის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

„ჩვენ შეგვიძლია მინდორზე გასვლა ისე, რომ რისკზე არ წავიდეთ. ფეხბურთი არ არის სპორტის სახიფათო სახეობა, მათ შორის, კორონავირუსის პერიოდშიც,“ – განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების ექიმმა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ედვინ გოედჰარტმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ვადაზე ადრე დაასრულეს.