ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ვმუშაობთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ პასუხს აგებს ის, ვინც სისასტიკეებს სჩადის უკრაინაში
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ვმუშაობთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ პასუხს აგებს ის, ვინც სისასტიკეებს სჩადის უკრაინაში

ვმუშაობთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ პასუხს აგებს ის, ვინც სისასტიკეებს სჩადის უკრაინაში, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოექსტრა​მ განაცხადა ბერლინში, სადაც ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

ვოპკე ჰოექსტრა​ს თქმით, უკრაინაში ვხედავთ სრულიად უსამართლო ომს, რომელიც მიმდინარეობს უზარმაზარი მსხვერპლითა და საშინელი დანაშაულებით.

„ცხადია ჩვენ ვხედავთ სრულიად უსამართლო ომს, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს უზარმაზარი მსხვერპლით და საშინელი დანაშაულებით უკრაინაში. მე ვიყავი უკრაინაში წინა ხუთშაბათს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად და ვფიქრობ, რომ არსებობს ძალიან მკაფიო იმპერატივი, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება იარაღით, ცალკეული სანქციებით, ევროკავშირთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ჰუმანიტარული დახმარებით. ვმუშაობთ იმაზე, ვინც ამ სისასტიკეებს სჩადის, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ პასუხს აგებს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.