ნიდერლანდების ნაკრებმა საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრებმა საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ევრო 2020-ზე ითამაშებს.

მეკარეები – იასპერ სილესენი (ვალენსია, ესპანეთი), ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი), მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი);

მცველები – პატრიკ ვან აანჰოლტი (კრ. პალასი, ინგლისი), ოუენ ვიინდალი (ალკმაარი), სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია), დელეი ბლინდი (აიაქსი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, იტალია), დენზელ დუმფრიზი (ეინდჰოვენი), ჯოელ ველტმანი (ბრაიტონი, ინგლისი);

ნახევარმცველები – დონი დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), დავი კლაასენი (აიაქსი),მარტენ დე როონი (ატალანტა, იტალია), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), ტეუნ კოოპმაინერსი (ალკმაარი);

ფორვარდები – სტივენ ბერგჰუისი (ფეიენოორდი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), კოდი გაკპო (ეინდჰოვენი), ლუუკ დე იონგი (სევილია, ესპანეთი), დონიელ მალენი (ეინდჰოვენი), ქუინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი), ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია).

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები 6 ივნისს, ტვენტეში ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს საქართველოს ნაკრებს.