ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, დაასახელა საბოლოო 26-კაციანი შემადგენლობა ევრო 2024-ზე მონაწილეობისთვის. გაფართოებული სიიდან ოთხი ფეხბურთელი ვერ გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე: იენ მაატსენი, ნიკ ოლეი, კვენტინ ტიმბერი და მარტენ დე როონი.

მეკარეები – ჯასტინ ბილოვი (ფეიენოორდი), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი, ინგლისი), ბერტ ვერბრუგენი (ბრაიტონი, ინგლისი);

მცველები – მატეის დე ლიხტი (ბაიერნი, გერმანია), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი, გერმანია), დეილი ბლინდი (ჟირონა, ესპანეთი), სტეფან დე ვრეი, დენზელ დუმფრისი (ორივე – ინტერი, იტალია), ლუტსხარელ გერტრუიდა (ფეიენოორდი), მიკი ვან დენ ვენი (ტოტენჰემი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ჯორჯინიო ვეინალდუმი (ალ ითიფაქი, საუდის არაბეთი), ჩავი სიმონსი (ლაიპციგი, გერმანია), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), ჯერდი სხუტენი, ჯოი ვეერმანი (ორივე – პსვ), ტიჯანი რეინდერსი (მილანი, იტალია), ტეუნ კოპმეინერსი (ატალანტა, იტალია), რაიან გრავენბერხი (ლივერპული, ინგლისი);

თავდამსხმელები – სტივენ ბერგვიინი, ბრაიან ბრობი (ორივე – აიაქსი), მემფის დეპაი (ატლეტიკო, ესპანეთი), კოდი გაკპო (ლივერპული, ინგლისი), დონიელ მალენი (დორტმუნდი, გერმანია), ვოუტ ვეგჰორსტი (ჰოფენჰაიმი, გერმანია).