ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2020-სთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2020-სთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 24 მაისიდან დაიწყებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის. სიაში 34 მოთამაშეა, ევრო 2020-ის საბოლოო განაცხადში კი, რომელიც უეფა-ს 1 ივნისამდე უნდა გაეგზავნოს, 26 ფეხბურთელი მოხვდება.

დე ბურის სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები – მარკო ბიზოტი (ალკმაარი), იასპერ სილესენი (ვალენსია, ესპანეთი), ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი), მაარტენ სტეკელენბურგი (აიაქსი);

მცველები – პატრიკ ვან აანჰოლტი (კრ. პალასი, ინგლისი), მათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დელეი ბლინდი (აიაქსი), დენზელ დუმფრიზი (ეინდჰოვენი), ჰანს ჰატებოერი (ატალანტა, იტალია), რიკ კარსდორპი (რომა, იტალია), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, იტალია), იერემია სენტ ჟუსტი, გერმანია), კენი ტეტე (ფულჰემი, ინგლისი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), ჯოელ ველტმანი (ბრაიტონი, ინგლისი), სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია), ოუენ ვიინდელი (ალკმაარი);

ნახევარმცველები – დონი დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), დავი კლაასენი (აიაქსი), ტეუნ კოოპმაინერსი (ალკმაარი), მარტენ დე როონი (ატალანტა, იტალია), ტონი ვილენა (კრასნოდარი, რუსეთი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ინგლისი);

ფორვარდები – სტივენ ბერგჰუისი (ფეიენოორდი), სტივენ ბერგვინი (ტოტენჰემი, ინგლისი), მამფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), ანვარ ელ ღაზი (ასტონ ვილა, ინგლისი), კოდი გაკპო (ეინდჰოვენი), ლუუკ დე იონგი (სევილია, ესპანეთი), დონიელ მალენი (ეინდჰოვენი), ქუინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი), ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია).

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები 6 ივნისს, ტვენტეში ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს საქართველოს ნაკრებს.