ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდი პრემიერმინისტრის მკვლელობის მუქარის გამო გაასამართლეს #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბრაიან როი სასამართლოს წინაშე წარსდგა – ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რიუტეს მკვლელობით იმუქრებოდა.
41 წლის როიმ, რომელსაც ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული მსოფლიოს ჩემპიონატში და ერთხელ ევროპის ჩემპიონატში, აპრილში „ტვიტერში“ დაწერა, რომ რიუტე მალე ტყვიას მიიღებს თავში. ეს კომენტარი ყოფილმა ფეხბურთელმა დატოვა იმ პეტიციის ქვემოთ, რომელიც გადადგომისკენ მოუწოდებდა პრემიერმინისტრს ბავშვთა შემწეობის საქმესთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის გამო.
მუქარის შეტყობინების შესახებ პოლიციას აცნობეს და როი დააკავეს. როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, ყოფილ ფეხბურთელს 80 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები მიუსაჯეს. მან ასევე მიიღო ორწლიანი პირობითი პატიმრობა.
„აიაქსის“ შემადგენლობაში როიმ მოიგო ნიდერლანდების ჩემპიონატი და უეფა-ს თასი, ეროვნულ გუნდში 1989 წელს ჰქონდა დებიუტი და მის შემადგენლობაში 32 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა.