ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატი გამოიკვეთა #1TVSPORT
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ კანდიდატს განიხილავს, – ინფორმაციას გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს.
თავდაპირველ გუნდის მწვრთნელად პეტერ ბოში და არნე სლოტი მოიაზრებოდნენ, თუმცა მათთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობა ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს დაუკავშირდა. წყარო ასევე იუწყება, რომ კონსულტაციები გაიმართა „ბარსელონასა“ და „მანჩესტერის“ ექსდამრიგებლებთან – ჩავი ერნანდესსა და ერიკ ტენ ჰაგთან.
გამოცემის მტკიცებით, ის, თუ ვინ დაიკავებს რონალდ კუმანის ადგილს, სულ მალე გაირკვევა. კუმანი „ნარინჯისფრებს“ სათავეში 2023 წელს ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2024-ზე ნახევარფინალამდე მიაღწია, 2026 წლის მუნდიალს კი მაროკოსთან 1/16-ფინალურ ეტაპზე დაემშვიდობა.