ნიდერლანდების ნაკრების გაფართოებული განაცხადი ევრო 2024-ისთვის ცნობილია #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების გაფართოებული განაცხადი ევრო 2024-ისთვის ცნობილია #1TVSPORT

ნიდერლანდელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის 30-კაციანი განაცხადი დაასახელა.

ნიდერლანდების ნაკრები საბოლოო, 26-კაციან განაცხადს 7 ივნისს წარადგენს. „ნარინჯისფრები“ ევრო 2024-ზე D ჯგუფში საფრანგეთთან, პოლონეთსა და ავსტრიასთან ერთად მოხვდნენ.

ნიდერლანდების ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: ნიკ ოლი (როტერდამის სპარტა), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი), ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი), ბარტ ვერბრუგენი (ბრაიტონი).

მცველები: დენზელ დუმფრისი (ინტერი), სტეფან დე ვრაი (ინტერი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი), იან მააცენი (დორტმუნდი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), მატიის დე ლიხტი (ბაიერნი), ლუშარელ გეერტრუიდა (ფეიენოორდი), დელეი ბლინდი (ჟირონა).

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ქუენტინ ტიმბერი (ფეიენოორდი), ჟოე ვერმეერი (პსვ), ჯერდი შოუტენი (პსვ), მარტენ დე როონი (ატალანტა), ხავი სიმონსი (ლაიფციგი), ტეუნ კოოპმაინერსი (ატალანტა), ტიჯანი რეინდერსი (მილანი), ჟორჟინიო ვაინალდუმი (ალ-იტიფაქი).

თავდამსხმელები: დონიელ მალენი (დორტმუნდი), მემფის დეპაი (ატლეტიკო), ვოუტ ვეგჰორსტი (ჰოფენჰაიმი), ბრაიან ბრობი (აიაქსი), სტივენ ბერგვაინი (აიაქსი), კოდი გაკპო (ლივერპული).