ნიდერლანდების ელჩი – შსს-ში შეხვედრაზე შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო
შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარი ძალადობის გამო, – აცხადებს საქართველოში ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი შს სამინისტროში გუშინ გამართული შეხვედრის შეფასებისას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დიპლომატებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე მე დიდი შეშფოთება გამოვთქვი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდზე“ განხორციელებული ძალადობისა და არასაკმარისი დაცვის გამო.
მოვითხოვეთ ყველას, მათ შორის ლგბტ საზოგადოების, ჟურნალისტებისა და დაუცველი უმცირესობების დაცვა“, – წერს მააიკე ვან კოლდამი „ტვიტერში“.
In yesterday’s meeting of MIA with diplomats I expressed my great concern about the violence against activists and journalists and insufficient protection provided on 5/7 #TbilisiPride21. We called for commitment to protect all, incl 🏳️🌈, journalists and vulnerable minorities.
— Maaike van Koldam (@MaaikevanKoldam) July 13, 2021