ნიდერლანდების ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ირაკლი ეგოიანი გამოარჩია #1TVSPORT

16:44, 01.10.2026

როტერდამის „ექსელსიორის“ შემეტევი ნახევარმცველი, ირაკლი ეგოიანი ერედივიზიონის საუკეთესო ასისტენტია – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ წერილი ნიდერლანდების ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

„ირაკლი ეგოიანი „ექსელსიორის“ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა – ხუთი საგოლე გადაცემით ის ამჟამად ერედივიზიონის საუკეთესო ასისტენტია, ხოლო გატანილი ორი გოლის გათვალისწინებით, ჯამში შვიდ გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული.

„აიაქსთან“ საგოლე გადაცემის შემდეგ გაირკვა, რომ საქართელოს ნაკრების ფეხბურთელმა „ექსელსიორის“ მიჯრით მეოთხე გასვლით თამაშში შეასრულა საგოლე გადაცემა, რაც 21-ე საუკუნეში ამ კლუბის მაისურით ვერავის მოუხერხებია“, – წერს ერედივიზონის ვებგვერდი.

მსგავსი