ნიდერლანდების ჩემპიონატის ახალი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება
ნიდერლანდების ჩემპიონატის ახალი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის სტარტის თარიღი გამოაცხადა. ერედივიზიონის 2020-21 წლების სეზონის გათამაშება 12 სექტემბერს დაიწყება. ამ დროისთვის, ქვეყნის მთავრობა შეარბილებს გარკვეულ ზომებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღეს.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, მატჩებზე მაყურებლების შეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადამიანების შორის დაცული იქნება სოციალური დისტანცია. ამ წესის უგულვებელყოფის შემთხვევაში, „სტადიონები ისევ დაიხურება“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში წლევანდელი სეზონი ნადრევად დაასრულეს და ჩემპიონი არ გამოაცხადეს.