ნიჩბოსნობა | წივწივაძე და იემელიანოვი მსოფლიო თასის ფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ბრანდენბურგში ნიჩბოსნობის მსოფლიო თასი მიმდინარეობს. ტურნირში 65 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრების ღირსებას ბადრი ყაველაშვილი, ალექსანდრე წივწივაძე, გია გაბედავა და სერჰიი იემელიანოვი (პარაკაიაკი) იცავენ.
200-მეტრიან დისტანციაზე ალექსანდრე წივწივაძემ მეორე ეტაპის ნახევარფინალში პირველი ადგილი დაიკავა და A ფინალში გავიდა.
A ფინალში გავიდა ასევე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, პარასპორტსმენი სერჰიი იემელიანოვი, რომელმაც 200-მეტრიანი დისტანციის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.
წივწივაძე ფინალში 15 მაისს, 16:41 საათზე გამოვა, ხოლო იემელიანოვი ფინალურ გაცურვას 17 მაისს, 12:41-ზე დაიწყებს.