ნიჩბოსნობა | სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

14:50, 30.08.2026

პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე კანოესპრინტისა და პარაკანოეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი სერჰი ემელიანოვი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ემელლიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39.82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსგავსი