რუსთავის პარკში საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციისა და რუსთავის სპორტის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.
ბოლო წლებში შეჯიბრი შეუფერხებლად ტარდება და პირველობისთვის რუსთავის, თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის 200-მდე სპორტსმენი იბრძვის.
პირველ დღეს გაცურვა რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში 500 მეტრ დისტანციაზე გაიმართა. ინდივიდუალური შეჯიბრება 18-წლამდელეთა შორის ნიკოლოზ ჭეიშვილმა მოიგო, ხოლო უმცროს ასაკში – ნიკოლოზ მონდაძემ და იოანე ცინცაძემ.
დაჯილდოების ცერემონიაში, ნიჩბოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ რუსთავში 2022 წელს მოხერხდა 1968 წელს აშენებული ნიჩბოსნობის ცენტრის განახლება, რომელიც, ფაქტობრივად, დანგრეული იყო.
აშენდა ახალი შენობა – გასახდელებით, საშხაპეებით, ფიტნესდარბაზითა და სანიჩბოსნო ნავების პარკით.