ნიჩბოსნობა | ბადრი ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებიც ასპარეზობენ.
ბადრი ყაველაშვილმა კაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 36.64 წამში დაფარა, პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში გავიდა.
ფინალური გაცურვა 29 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება.
პარაკაიაკში სერჰი იემელიანოვს 200-მეტრიანი დისტანციის დასაფარად 42.84 წამი დასჭირდა. იემელიანოვი 29 აგვისტოს ნახევარფინალში იასპარეზებს.
კანოეს ფინალში უკვე გამოვიდა ალექსანდრე წივწივაძე, რომელმაც 200-მეტრიანი დისტანცია 42.06 წამში გაცურა და ჩემპიონატზე გამოსვლა მე-7 ადგილზე დაასრულა.