ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

15:31, 06.09.2021

პორტუგალიაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრემ 500 მეტრ დისტანციაზე ფინალში მაღალ დონეზე იასპარეზა და 1:55.30 წუთში პირველმა მიაღწია ფინიშამდე.

მეორე იყო რუსი მაქსიმ კარატაევი, რომელიც ჩვენიანს 0.27 წამით ჩამოჩა, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.

 

მსგავსი