ნიცას გრან-პრისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა
ნიცას გრან-პრისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა

ნიცაში 1-3 თებერვალს, ანრი დეგლანის სახელობის ტურნირზე, მონაწილეობას საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც მიიღებს. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან საფრანგეთში 13 სპორტსმენი იასპარეზებს.

57 კგ – ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი, ლაშა ლომთაძე
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – ლადო ხინჩეგაშვილი
70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ – ზურაბ ერბოწონაშვილი
79 კგ – ნიკა კენჭაძე, დავით ხუციშვილი.
86 კგ – სანდრო ამინაშვილი, ტარზან მაისურაძე.
97 კგ – მამუკა კორძაია
125 კგ – როლანდ ანდრიაძე

ამ ტურნირით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ბუქარესტში 8-14 აპრილს გაიმართება.