„ნიცამ“ საათის ქურდთან კონტრაქტი გაწყვიტა
„ნიცამ“ საათის ქურდთან კონტრაქტი გაწყვიტა

„ნიცას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კონტრაქტის გაწყვეტა 18 წლის ფორვარდ ლამინ დიაბისთან. მიზეზი იყო კლუბის გასახდელში თანაგუნდელ კასპერ დოლბერგის ძვირფასი საათის ქურდობა, – წერს გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe).

ფეხბურთელმა ქურდობა „ნიცას“ მთავარ მწვრთნელ პატრიკ ვიეირასთან აღიარა. დიაბის მხრიდან ბოდიშის მიუხედავად, კლუბმა მას არ აპატია და ხელშეკრულება გააუქმა.

აღნიშნავენ, რომ ლამინ დიაბის შემდეგი გუნდი გახდება „პარიზი“, რომელიც ლიგა 2-ში თამაშობს და აუტსაიდერია – ცხრა ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფება.