„ნიცა“ ყველაზე მდიდარმა ბრიტანელმა შეიძინა
„ნიცა“ ყველაზე მდიდარმა ბრიტანელმა შეიძინა

ბრიტანულმა კომპანია „ინეოსმა“ (INEOS) დაასრულა გარიგება ფრანგულ კლუბ „ნიცას“ შეძენაზე. როგორც გუნდის ოფიციალური ვებგვერდი წერს, „ნიცას“ ახალი მფლობელი იქნება ჯიმ რეტკლიფი – დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი. 66 წლის ბრიტანელის ქონება შეფასებულია 21 მილიარდ ფუნტ სტერლინგად. ასევე რეტკლიფი ფლობს შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბ „ლოზანას“.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, „ნიცას“ სანაცვლოდ რეტკლიფმა 100-დან 120 მილიონამდე ევრო გადაიხადა – ეს სარეკორდო გარიგებაა საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში.

ამ გარიგების შემდეგ, მაშინვე გავრცელდა ჭორები „ნიცას“ უახლოესი ტრანსფერების შესახებ. ფრანგები დაინტერესებულები არიან „აიაქსის“ ფორვარდ კასპერ დოლბერგით, „ლორიანის“ ნახევარმცველ ალექსის კლოდ მორისით და კიდევ ორი ფეხბურთელით, რომელთა ვინაობას არ ამჟღავნებენ.