NHL-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები გამოავლინეს
NHL-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები გამოავლინეს

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ტოპ-ათეული. პირველი ადგილზე გავიდა „ედმონტონის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი კონორ მაკდევიდი, რომელმაც გასულ წელს 19 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ეს თანხა მოიცავს არა მხოლოდ ჰოკეისტის ხელფასს, არამედ შემოსავლებს რეკლამიდან. გამოცემა აღნიშნავს, რომ NHL-ში მარკეტინგული შემოსავლები დაბალია და ჰოკეისტის მიერ გამომუშავებული თანხის 89 პროცენტი ხელფასზე მოდის.

NHL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების TOP10 –

1. კონორ მაკდევიდი (ედმონტონი) – 19 მლნ
2. ჯონ ტავარესი (ტორონტო) – 17,3 მლნ
3. კერი პრაისი (მონრეალი) – 15,6 მლნ
4. ალექს ოვეჩკინი (ვაშინგტონი) – 14,5 მლნ
5. სიდნი კროსბი (პიტსბურგი) – 14 მლნ
6. ჯონათან ტეივზი (ჩიკაგო) – 13,7 მლნ
7. ჯეიმი ბენი (დალასი) – 13,1 მლნ
8. პატრიკ კეინი (ჩიკაგო) – 12,4 მლნ
9. ანჟე კოპიტარი (ლოს ანჯელესი) – 12,1 მლნ
10. ჯონ კარლსონი (ვაშინგტონი) – 12,1 მლნ