ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონი შესაძლოა, 13 იანვარს დაიწყოს
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სეზონი შესაძლოა, 13 იანვარს დაიწყოს

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ახალი რეგულარული ჩემპიონატი შესაძლოა, 13 იანვარს დაიწყოს. ამის შესახებ დაწერა TSN-ის ჟურნალისტმა დარენ დრეგერმა.

მისი ინფორმაციით, ეს თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის. რეგულარული სეზონის სტარტის გეგმა უნდა დაამტკიცონ ლიგის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა.

თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ჩემპიონატი იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება, თითო გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 56 მატჩის გამართვა მოუწევს.