NHL-მ კვირის ლაურეატები დაასახელა
NHL-მ კვირის ლაურეატები დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავი გახდა „ფლორიდას“ ფორვარდი ნოელ აჩიარი. ის ბოლო შვიდი დღის ლიდერი იყო შვიდი გატანილი გოლით, რასაც ერთი შედეგიანი პასი დაუმატა. „პანტერზმა“ სამიდან სამი მატჩი მოიგო. აჩიარიმ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიკი – „ოტავასა“ (6:1) და „დალასის“ (7:4) წინააღმდეგ.

მეორე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო „ნეშვილის“ მცველმა რომან იოზიმ. მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხივეში გაიტანა, სულ კი შვიდი ქულა (6 გოლი და ერთი შედეგიანი პასი) დააგროვა.

კვირის მესამე ვარსკვლავია „კოლამბუსის“ მეკარე იოონას კორპისალო. მან ოთხ მატჩში ითამაშა, ოთხივე მოიგო, საშუალოდ 1.5 შაიბა გაუშვა და დარტყმების 93.9 პროცენტი მოიგერია. 25 წლის ფინელმა ერთ მატჩში „შათაუტი“ შეასრულა.