NHL-ის მოთამაშეებმა სეზონის საუკეთესო ჰოკეისტები გამოავლინეს
NHL-ის მოთამაშეებმა სეზონის საუკეთესო ჰოკეისტები გამოავლინეს

ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ (NHLPA) ჰოკეისტები გამოკითხა თითოეულ პოზიციაზე სეზონის საუკეთესოების გამოსავლენად.

ფორვარდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა „ედმონტონის” ლიდერმა კონორ მაკდევიდმა. მან ხმების 68,53 პროცენტი მიიღო. შემდეგ მოდიან „პიტსბურგის” კაპიტანი სიდნი კროსბი (14,93%) და „კოლორადოს” თავდამსხმელი ნათან მაკინონი (6,65%).

საუკეთესო მცველი გახდა ვიქტორ ჰედმანი „ტამპა ბეიდან”, რომელმაც დააგროვა ხმების 37,88 პროცენტი. მეორე და მესამე ადგილებზე არიან ვაშინგტონელი ჯონ კარლსონი (21,35%) და ნეშვილელი რომან იოზი (9,04%).

სეზონის მეკარედ აირჩიეს კერი პრაისი „მონრეალიდან”, რომელმაც ხმების 41,88 პროცენტი მიიღო. მან გაუსწრო ანდრეი ვასილევსკის „ტამპა ბეიდან” (17.09%) და მარკ-ანდრე ფლერის „ვეგასიდან” (8.93%).

ყველაზე მრავალმხრივი მოთამაშე გახდა კროსბი – 45,56 პროცენტი. ამ ნომინაციაში მეორე ადგილზე გავიდა „ბოსტონის” ფორვარდი პატრის ბერჟერონი (25,44%), მესამეზე – „ფლორიდას” თავდამსხმელი ალექსანდრ ბარკოვი (7,50%).