ნჰლ-ის ამერიკელ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა
ნჰლ-ის ამერიკელ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდგინდა

„ტორონტო მეიპლ ლივზის“ ფორვარდმა, ოსტონ მეტიუსმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. ამის შესახებ გაზეთმა „ტორონტო სანმა“ დაწერა.

წყაროს ცნობით, 22 წლის ამერიკელი ფორვარდი არიზონაში, საკუთარ სახლში, კარანტინში გააგზავრეს. კლუბი იმედოვნებს, რომ მისი მთავარი ფორვარდი 10 ივლისისთვის გამოჯანმრთელდება. სწორედ ამ დღეს უნდა გაიხსნას საწვრთნელი ბანაკები.

მეტიუსმა 2019-20 წლების რეგულარულში 70 მატჩი ჩაატარა და 80 ქულა (47+33) დააგროვა. ლიგის ბომბარდირებში ის მეცხრე ადგილზე იყო, გოლების რაოდენობით (47) კი მესამეზე.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატი აღარ განახლდება და სეზონი 24-გუნდიანი პლეი ოფით დაბრუნდება.